2019-05-11 10:54:22, 1477 ნახვა
რეგიონი
ადიდებულმა ალაზანმა ყვარელსა და ლაგოდეხში ვენახები დატბორა
ადიდებულმა ალაზანმა ყვარელსა და ლაგოდეხში ვენახები დატბორა.
ასევე დატბორილია გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალი.
გარდა ამისა, დასეტყვილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი არბოშიკიც, სადაც დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ვენახები და ერთწლიანი კულტურები.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვის შედეგად, ვენახების უმეტესობა განადგურდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან