|
2019-05-11 10:31:29, 1669 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი - 2018 წელს 10-მდე იზოლატორი გარემონტდა და ეს 2019 წელსაც გრძელდება
დღეს, წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა (CPT) ანგარიში გამოაქვეყნა. მათ შორის, ანგარიში ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორისა და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის საქმიანობას. ანგარიშისა და კომიტეტის რეკომენდაციების შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დეტალური განმარტება გააკეთა. „აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით გაიცა გახლავთ, ფაქტიურად იმისკენ მიმართული, რომ არსებული სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ფაქტიურად კიდევ უფრო კომფორტის ზონის შექმნისკენ, ვიდრე არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისკენ, როგორც მაგალითად ეს იყო გასულ წლებში. მაგალითს მოგიყვანთ - მაგალითად, ექიმების ნაწილში და სამედიცინო პუნქტების ნაწილში. CPT -ს წინა რეკომენდაცია იყო, რომ გაგვეზარდა ექიმების და სამედიცინო პუნქტების რაოდენობა იზოლატორებში. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი 18 იზოლატორი, სადაც მუდმივად ექიმები გვყავს დასაქმებული და სადაც სამედიცინო პუნქტები გვაქვს. ეს არის მიმდინარე პროცესი, რომელიც 2019 წელსაც გაგრძელდება. შესაბამისად, CPT -ს რეკომენდაცია არის, რომ ეს პროცესი გავაგრძელოთ და იზოლატორი სრულად დავაკომპლექტოთ ექიმებით. ანალოგიურად არის რეკომენდაციები სხვა საკითხებთან მიმართებითაც, მაგალითად, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2018 წელს, 10-მდე იზოლატორი გარემონტდა და 2019 წლის დასაწყისში ეს პროცესი გრძელდება იმ იზოლატორების მინიმალურ რაოდენობაში, რაც დარჩენილია, ასევე დაგეგმილია სარემონტო სამუშაოები. აი, ასეთი ტიპის რეკომენდაციებია, რომელიც ჩვენ სამოქმედო გეგმაში გაწერილი გვაქვს. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. არის რეკომენდაციები, არ დაგიმალავთ, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება, მაგალითად, სველი წერტილების გატანა ზოგიერთი იზოლატორებიდან, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია სველი წერტილები საკნებში. ეს გახლავთ ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან და ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებული. ბუნებრივია ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური სახსრები და ადამიანური რესურსები და ის მშენებლობები, მაგალითად იგივე თბილისში, რაც უკვე დაწყებულია და 2020 წლისთვის ეს დასრულდება - ეს რეკომენდაციები სრულად იქნება შესრულებული“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)