2019-05-10 11:54:40, 2261 ნახვა
მსოფლიო
ყაზახეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ყაზახეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, - ამის შესახებ express.kz იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ყაზახეთისა და ჩინეთის საზღვარზე მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
მედიის ცნობით, ბიძგები ადგილობრივი დროით ღამის 01:15 საათზე დაფიქსირდა.
ამ დროისთვის უცნობია დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია. ასევე უცნობია, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას ნგრევა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან