|
2019-05-09 16:04:55, 1548 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ესტონეთის საზღვაო კომპანია Tallink Grupp-ის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ესტონეთის უმსხვილეს საზღვაო კომპანია „ტალინკის" წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანია გეგმავს საკრუიზო ტურიზმის მიმართულებით სამოქმედო არეალის გაფართოებას ბათუმსა და შავი ზღვის სხვა ნავსადგურებში. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ესტონურ მხარეს გააცნო საკრუიზო ტურიზმის განვითარების პერსპექტივები რეგიონში და აღნიშნა, რომ აჭარა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო საკრუიზო გამოფენებსა და სემინარებში. მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებზე, ქვეყანაში ტურიზმის სფეროსა და ტურისტების მზარდ დინამიკაზე. AS Tallink Grupp არის ესტონეთის ყველაზე დიდი საკრუიზო და სატვირთო გემების კომპანია ბალტიის ზღვის რეგიონში, რომლის მუშაობის ძირითადი მიმართულება მაღალი ხარისხის სატრანსპორტო სერვისებია. კომპანიის 14 თანამედროვე გემისაგან შემდგარი ფლოტი მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას იძლევა. AS Tallink Grupp-სა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას უკვე აკავშირებს მრავალწლიანი და მრავალმხრივი თანამშრომლობა სტუდენტთა პრაქტიკის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. შეხვედრას აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, საზღვაო-სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი, საზღვაო აკადემიის რექტორი, კომპანია ტალინკის აღმასრულებელი დირექტორი პაავო ნოგენე, დირექტორთა საბჭოს წევრი კადრი ლანდი ესწრებოდნენ.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)