02:55 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-08 11:25:27, 1299 ნახვა

რეგიონი
გიორგი შენგელია: წელს ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ბინით იქნება უზრუნველყოფილი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „პირისპირ“ დევნილების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ზუგდიდში 360 დევნილი  ოჯახი საცხოვრებელი ბინით იქნება უზრუნველყოფილი.

როგორც შენგელია განმარტავს, 2019 წლის ბოლომდე 12 კომპაქტური ჩასახლება დაიხურება, 2020 წლის ბოლომდე კი ზუგდიდში არც ერთი ავარიული კომპაქტური დასახლება არ იარსებებს.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზუგდიდში დავიწყეთ კორპუსების მშენებლობა, სადაც, მოხდა დევნილების განსახლება. 1 700-მდე დევნილი განსახლდა, როგორც ამ კორპუსებში, ასევე, მათთვის კერძო სახლების შეძენა მოხდა. წელს 360 ბინიანი კორპუსი შენდება დევნილებისთვის, მომავალ წელს კი 720 ბინიანი საცხოვრებელი ბინა აშენდება. ყველაზე პრობლემური საკითხი კომპაქტური ჩასახლებებია, სადაც, აფხაზეთის კომფლიქტიდან 26 წლის გასვლის შემდეგაც კი, ადამიანები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. 2019 წლის ბოლომდე 12 კომპაქტური ჩასახლება დაიხურება, ხოლო 2020 წლის ბოლომდე ზუგდიდში კომპაქტური დასახლება არ იარსებებს, რაც, ჩვენი მუნიციპალიტეტისა და დევნილთა სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგი იქნება. ეს არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რაზეც მე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას“, - განმარტა გიორგი შენგელიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics