|
2019-05-07 16:09:44, 2000 ნახვა
სამართალი
სუს-ის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შენგელი ფიცხელაური დაინიშნა. სუს-ის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე, შენგელი ფიცხელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური წლების განმავლობაში ძალოვან უწყებებში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. გთავაზობთ ბიოგრაფიას: დაბადების თარიღი: 24 აგვისტო, 1946 წ. განათლება: 1965-1970 წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკური ფაკულტეტი, ვაჭრობის ეკონომიკა. 1973-1978 წწ.- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. სამუშაო გამოცდილება: 29.03.1976-22.03.1977 წწ.- ქ. თბილისის შს სამმართველოს ინსპექტორი. 22.03.1977-12.07.1980 წწ.- ქ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. 12.07.1980-21.10.1983 წწ.- ქ. თბილისის კრწანისის რაიონის შს განყოფილების საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი. 21.10.1983-16.05.1985 წწ.- შსს ახმეტის რაიონის შს განყოფილების უფროსი. 16.05.1985-22.02.1991 წწ.- ქ. თბილისის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი. 22.02.1991-1997 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქ. თბილისის ისნის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე. 05.11.1997-15.04.2002 წწ.- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი. 15.04.2002-05.07.2004 წწ.- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის კონსულტანტთა ჯგუფის კონსულტანტი (დეპარტამენტის უფროსი).
22.01.2019-დღემდე - შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი. დაჯილდოება: - მედალი ,,საბრძოლო დამსახურებისათვის“ - 1999 წლის 27 მაისი; ,,ღირსების ორდენი“ – 2002 წელი. წოდება: გენერალ-მაიორი ტრენინგი: 04.02.1999წ. - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ,,ალკოჰოლის, თამბაქოს და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს“ სასწავლო პროგრამა (სერტიფიცირებული). 12.06 - 13.06.1994წ. - ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ვარშავის ბიუროს მოსამართლეთა გადამზადების კურსი (სერთიფიცირებული). 2003-2005 წწ.- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, სამართლის დოქტორი - პროფესორი; 2005 – 2009 წწ.- სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პროფესორი; 2009 - დღემდე - გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის, სამართლის ფაკულტეტის დეკანი; 1993 – 2016 წწ. - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი; 2016 - დღემდე - საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ანტიდოპინგური საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე. საერთაშორისო სპორტის ოსტატი და სამგზის ევროპის ჩემპიონი ჭიდაობა ძიუდოში. ენების ცოდნა: რუსული, ინგლისური. ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)