2019-05-06 17:41:16, 1247 ნახვა
რეგიონი
7-9 მაისს რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიკოთის გვირაბში, მიმდინარე წლის 7-9 მაისს, გვირაბის სახანძრო–სავენტილაციო სისტემების შემოწმებისა და შესწავლის სამუშაოებთან დაკავშირებით, საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
კერძოდ:
• 7 მაისის 22:00 სთ-დან 8 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 8 მაისის 22:00 სთ-დან 9 მაისის 08:00 სთ-მდე;
• 9 მაისს 14:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე.
„რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება გვირაბის შემოვლით გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან