|
2019-05-06 11:14:17, 1843 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ქვეყნის უსაფრთხოებაც არის
„ჩვენი ამოცანაა, გარდავიქმნათ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკად, რეფორმა გულისხმობს ენერგოეფექტურობასაც. ჩვენ მოვახერხებთ, რომ არამხოლოდ გავზარდოთ გენერაცია, არამედ ვმართოთ ჩვენი მოთხოვნაც", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გამნითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა "იმედი LIVE"-ში სტუმრობისას. მინისტრმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მთავარ მიზნებსა და ამოცანებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ გადაჭარბებული მოლოდინია, თითქოს როგორც კი საქართველოში ენერგოეფექტურობის პრინციპები და მოთხოვნები შემოვა, ეს გადაწყვეტს მზარდი მოხმარების საკითხს და ქვეყანას ჰესები არ დასჭირდება. „ეს ასე არ არის, ევროპულმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ ამის მიუხედავად, მზარდია ელექტროენერგიის მოხმარება", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ამასთან, მინისტრის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაც არის. ნათია თურნავამ ამასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა - მისი ინფორმაციით, ევროპის საერთო ენერგეტიკული სისტემის 36 ქვეყნიდან, 28 მიიჩნევს - იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას მათი ე.წ. გენერაციის ადეკვატურობა, მათ საკუთარი სიმძლავრეები 100 და მეტი პროცენტით უნდა უზრუნველყონ. „საჭიროება თუ დადგა, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ და საკუთარი ადგილობრივი გენერაციის წყაროებით 100-ივე პროცენტით საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ საკუთარი მომხმარებლის უზრუნველყოფა და იმის იქით კიდევ დარჩეთ რეზერვი. ჩვენი ამოცანაც არის ის, რომ 100%-ით შევძლოთ ჩვენი მოხმარების უზრუნველყოფა", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)