2019-05-06 10:39:11, 2200 ნახვა
მსოფლიო
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ისრაელსა და პალესტინას შორის საჰაერო იერიშების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ CNN იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა პალესტინელია, 4 ისრაელელია.
მედიის ცნობით, იერიშების შედეგად რაკეტებმა „ჰამასის“ 260 ობიექტი გაანადგურეს. როგორც ოფიციალური თელავივი აცხადებს, გასული 48 საათის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან 600 რაკეტა გაუშვეს.
ცნობისთვის, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა რაც ისრაელის სამხედროება 4 პალესტინელი მოკლეს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან