|
2019-05-03 14:18:58, 1933 ნახვა
კომენტარი
გომელაური - საქართველოში მცხოვრები ISIS-ის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები შემცირდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გასულ წელს, საქართველოსთვის, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, ძირითად ტერორისტულ გამოწვევას ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ და მასთან დაკავშირებული დაჯგუფებები წარმოადგენდნენ. როგორც გომელაურმა აღნიშნა, ტერორისტული ორგანიზაცია აგრძელებდა, დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ შემუშავებული, ახალი სტრატეგიით მოქმედებას. მისი განმარტებით, აღნიშნულის ფარგლებში, ტერორისტების მოქმედების მთავარ იარაღად იქცა კონფლიქტის ზონის მიღმა ტერორისტული აქტების განხორციელება და ინტერნეტის გამოყენებით პირთა რადიკალიზაცია. „ზემოაღნიშნული და სხვა ტიპის ტერორისტული საფრთხეების გამოვლენის და მათთან გამკლავების მიმართულებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს. მიმდინარეობდა ტერორიზმთან დაკავშირებული პირების დადგენა და მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა. ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა და გავლენები 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. ორგანიზაციის სავარაუდო მხარდამჭერები განიცდიან იდეოლოგიურ და ფინანსურ კრიზისს. აღნიშნულის მიუხედავად, საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ტერორისტული საფრთხის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. შესაბამისად, საფრთხეების გამოვლენის, მათი პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)