14:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-03 10:26:02, 1210 ნახვა

რეგიონი
გიორგი შენგელია: ზუგდიდში 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, გიორგი შენგელია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძესთან ერთად, დღეს, ინგირისა და კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატი, დევნილთა საჭიროებებს გაეცნო. ასევე, ის გეგმები და ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა, რაც გიორგი შენგელიას მერად არჩევის შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

გიორგი შენგელია ასევე, ბარამიასა და ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბარამიას ქუჩაზე 720 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება. უახლოეს მომავალში კი დამატებით 240 ოჯახისთვის ბინის მშენებლობა დაიწყება.

"მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წელს, 60 ვეტერანი და 300 დევნილი ოჯახი ახალ ბინებს მიიღებს. აქ მცხოვრებ დევნილებს წარედგინათ ის განსახორციელებელი პროექტები, რომლლებიც განსაზღვრულია სოციალურად დაუცველი დევნილებისთვის, ჯანდაცვის კუთხით დახმარბითვის და ა.შ. ჩვენ მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულნი შესაბამის სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციაში, რათა მოხდეს გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დევნილებისთვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნა“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდში, 2013 წლიდან დღემდე ბინა 900 მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, პროგრამა „სოფლად სახლის“ ფარგლებში კი სახლი მიწის ნაკვეთით 459 დევნილ ოჯახს გადაეცა.

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics