2019-05-02 20:36:39, 1461 ნახვა
რეგიონი
ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ქუთაისში „ეშმაკის ბორბალზე“ ადამიანები დარჩნენ
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მეხანძრე-მაშველებმა ატრაქციონიდან და საბაგიროდან 20-მდე არასრულწლოვანი და 5 მოქალაქე ჩამოიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, მაღალი ძაბვის ვარდნის გამო, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში ე.წ. ეშმაკის ბორბალი და საბაგირო გზა გაჩერდა.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამაშველო ოპერაციაში ქუთაისის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან