03:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 15:59:33, 515 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის სამინისტრო - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმას დადებითად აფასებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის მოხსენებაში დადებითადაა შეფასებული ის რეფორმები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას უკავშირდება.

„კერძოდ, სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების რეფორმის შედეგები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა, საპროცესო გარიგების მექანიზმების დახვეწა და დაცვის მხარის უფლებების გაზრდისაკენ მიმართული ღონისძიებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში.

როგორც გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, 2014 წლის სექტემბერში შესულმა ცვლილებებმა გააუმჯობესა ბალანსი დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის სისხლის სამართლის პროცესში; საპროცესო შეთანხმების რეფორმამ კი, რომელიც 2014 წლის ივლისში განხორციელდა, უფრო მოქნილი და გამჭვირვალე გახადა ეს ინსტიტუტი.

ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც სრულიად ახალ ინსტიტუციას წარმოადგენს საქართველოს მართლმსაჯულებისათვის.

რაც შეეხება სასამართლო სისტემის რეფორმას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ კუთხით მიღებული გადაწყვეტილებებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდა სასამართლო პრაქტიკა. ნაკლებად ხდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება აღმკვეთი ღონისძიების სახით, იმატა გირაოს გამოყენების შემთხვევებმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, უფრო გამჭვირვალე გახდა მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა, გაუმჯობესდა იუსტიციის საბჭოს გამჭვირვალობის ხარისხი.

სახელმწიფო დეპარტამენტი დადებითად აფასებს იმ ღონისძიებებსაც, რომელთაც საქართველოს მთავრობა მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებების დასაცავად ატარებს. კერძოდ, ანგარიშში ნათქვამია, რომ უმჯობესდება კანონმდებლობა და სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს ამ პირების  პრობლემების ეფექტიანად გადაწყვეტისათვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალე და ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად,  რაც დადებითად აისახა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთი საქმე საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაასრულა.

რაც შეეხება უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მისმა ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ძლიერი პოზიცია დაიკავა საარჩევნო პროცესში გამოვლენილი პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის ფაქტების მიმართ“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics