13:53 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 16:41:31, 1812 ნახვა

კომენტარი
გახარია ვიზალიბერალიზაციაზე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა შეჩერების მექანიზმის რისკის წინაშე არ დადგეს

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის და მისი უწყების ძირითადი ამოცანაა ვიზალიბერალიზაციის საკითხში თავშესაფრის მაძიებლებისა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის სტრუქტურირებული კავშირი არ მოხდეს. 

როგორც გახარიამ პარლამენტში განაცხადა, გარკვეულ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა ზოგ ქვეყანაში პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება. 

"ვიზალიბერალიზაციის საკითხში ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, რომ არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების და ორგანიზებულ დანაშაულს შორის სტრუქტურირებული კავშირი, რასაც ვებრძვით ჩვენც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და იმ ატაშეების ქსელით რომელიც გვაქვს. რეალურად თავშესაფრის მაძიებელთა ნაწილში ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მართლა გვაქვს დამძიმებული მონაცემები. პირველ რიგში ეს გახლავთ საფრანგეთი, თუმცა ბევრ სხვა ქვეყანაში გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ქვეყანა შეჩერების მექანიზმის რისკის წინაშე არ დადგეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ წილად პარლამენტის ჩართულობას აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ არის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტშია და შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ჩვენ მოგვიწიოს ჩვენი საერტაშორისო პარტნიორების შეშფოთებებს ვუპასუხოთ კონკრეტული ნაბიჯებით. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეს იყოს მძიმე და არა სასურველი ნაბიჯები, რომლის გადადგმა არ გვინდოდეს, თუმცა მოგვიწიოს, იმისათვის რომ დიდი სიკეთე ამ ქვეყნისთვის შევინარჩუნოთ. რას ნიშნავს საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმი დარწმუნებული ვარ, რომ ამის ახსნა არ მჭირდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics