15:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-02 13:03:11, 1548 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი: ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული

პარლამენტში, „მინისტრის საათის" ფორმატში, ვიცე-პრემიერმა  და შინაგან საქმეთა მინისტრმა  სიტყვით გამოსვლისას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

გიორგი გახარიას განცხადებით დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა რომლის ეფექტურობაც საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც აღიარეს.

,,მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე ძალზედ მნიშვნელოვან მიღწევას. მათ რისკების შეფასების სისტემამ  ოჯახური ძალადობის ნაწილში და ასევე შემაკავებელმა ორდერებმა მოგვცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი და შედეგი. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაიზარდა და თუ არ ვცდები 6000-ს გადაცდა, მაგრამ ეს არ არის შედეგი, შედეგი არის ის რომ ოჯახში ძალადობის  მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული ქვეყანაში.  არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა 2018 წლის განმავლობაში,  როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში. რაც ყოველთვის პრობლემა იყო წლების განმავლობაში“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, დროებითი მოთავსების იზოლატორებზეც ისაუბრა.

„დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურა იქნა განვითარებული,  თითქმის ყველგან  ჩატარდა რემონტი, გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა. რაზეც წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა, გაიზარდა ვიდე-კამერების რაოდენობა,  გაიზარდა ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა. ამ ყველაფერს კი   მოყვა შესაბამისი შეფასება ,,CPT"-ის  დასკვნებშიც, ჩვენ ეს წინასწარი პოზიტიური გამოხმაურება უკვე გვაქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics