|
2019-05-02 12:38:45, 1176 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: ზოგიერთებს აქვთ მცდელობა, პოლიცია მხარე გახადონ
„პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის ინტერესებში“, - ამის შესახებ შინაგა საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. გიორგი გახარიამ გამოსვლის პირველი ნაწილი ქვეყანაში პოლიციის საქმიანობის კუთხით არსებულ სიტუაციას დაუთმო. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, რეფორმების ძირითადი მიზანია, პოლიცია აპოლიტიკური იყოს. „თითოეული პოლიციელის, თანამშრომლისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა მოგმართოთ. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი არის საკმაოდ მაღალი და საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორცილედებ ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება და ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ მხარეებს აქვთ მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია, როგორც ასეთი გახადონ მხარე. მაშინ როდესაც, ერთმნიშვნელოვნად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია არის რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო. შესაბამისად, როდესაც ასეთ ქმედებს აქვს ადგილი, უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ სწორედ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური. თითოეული პოლიციელისთვის ასევე მნიშვნელოვანია საკითხი, რომ სისტემური საკითხი მიიღო პოლიციისა და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ და და ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. რა თქმა უნდა, აქაც ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მისი მომავლის ინტერესებში“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)