06:46 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 15:31:16, 1268 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე: ლევან კობერიძე ბოლო პერიოდში უმრავლესობის რიგებში ფორმალურად ირიცხებოდა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძესთვის დეპუტატ ლევან კობერიძის გადაწყვეტილება უმრავლესობიდან წასვლის შესახებ მოულოდნელი არ აღმოჩნდა.

 მდინარაძემ აღნიშნა, რომ კობერიძე ისედაც ფორმალურად ირიცხებოდა უმრავლესობაში. მისი თქმით, პიარის გამო, დიდი ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილება დღეს განხილულ კანონპროექტს სპეციალურად დაუმთხვია.

"ლევანს არ გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში  უმრავლესობის და ფრაქცია "ქართული ოცნების" რიგებში მხოლოდ ფორმალურად ირიცხებოდა. ის ამ საკითხებთან დაკავშირებით სხვა პოზიციას გამოხატავდა. ძალიან სამწუხაროა, განსაკუთრებით ლევანისგან, რომ მანაც გადაწყვიტა თავისი უმრავლესობიდან წასვლის საკითხი სასამართლოს თემაზე მიება ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატის აზრით, ბესელია, კვაჭანტირაძე და კობერიძე ერთ პოლიტიკურ თამაშს თამაშობენ და უმრავლესობის ერთად დატოვების ნაცვლად  ნაწილ-ნაწილ მიდიან იმისთვის, რომ უმრავლესობა დააზიანონ.

"ეს პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რომელშიც თავის დროზე ეკა ბესელია იყო ჩართული და შემდეგ, ოდნავ მოგვიანებით, ზვიად კვაჭანტირაძე. როცა ეს  ჯგუფი ერთ აზრზეა და რამდენიმე ადამიანისგან შედგება, მათ შეუძლიათ, უმრავლესობა ერთად დატოვონ, თუმცა მხოლოდდამხოლოდ პიარზეა გათვლილი ის, რომ ნაწილ-ნაწილ ტოვებენ იმისთვის, რომ  უმრავლესობა დაზიანონ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics