09:20 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 13:45:13, 1418 ნახვა

პოლიტიკა
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძეს აირჩევენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძეს აირჩევენ - ამის შესახებ "ექსპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. საბჭოს დეპუტატებთან კონსენსუსი მიღწეულია.
აფხაზეთის მთავრობის მოქმედი თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია უკვე ემზადება კაბინეტიდან გასასვლელად.
რუსლან აბაშიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე იყო. 
თავად აბაშიძე დაიბადა გაგრაში. მამამისი ცნობილი ბიზნესმენი სერგო აბაშიძეა.
რუსლან აბაშიძე 1996 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2013-2014 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იყო. მანამდე კი – 2009-2013 წლებში ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. უფრო ადრე, 2006-2009 წლებში იგი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. იყო შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ა.შ. 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1997-1998 წლებში სწავლობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics