09:20 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 13:29:18, 4129 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს მუდმივმა წევრებმა პირველ სხდომაზე პრემიერისგან გარკვეული დავალებები მიიღეს.

უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს სტრუქტურის შესახებ ისაუბრა. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ყველა იმ უწყების მაკოორდინირებელი ორგანო, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და  განახორციელებს პრემიერ-მინისტრის ინფორმირებას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მორიგი სხდომა სხდომა ერთ თვეში გაიმართება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაში საბჭოს მუდმივი წევრები - შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური მონაწილეობდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics