09:19 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 13:06:48, 1164 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: ეროვნული უსაფრთხოები საბჭო იქნება მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაშია ჩართული

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართული არის ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, - ამის შესახებ შს მინისტრმა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, შემდეგი შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება

„დღეს გვქონდა ტექნიკური ხასიათის შეხვედრა. მივიღეთ დავალებები პრემიერ-მინისტრისგან. მე გავაცანი საბჭოს წევრებს, როგორ წარმოგვიდგენია უახლოეს პერიოდში საბჭოს ამოქმედება. მოგეხსენებათ, რომ  ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, ეს იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა ინ უწყების, რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და, რა თქმა უნდა, ეს იქნება სახელმწიფო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. ეს იყი ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მიზანი. შემდეგი შეხვედრა იქნება დანიშნული ზუსტად ერთ თვეში“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა. ბრძანება პრემიერ-მინისტრმა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცა.ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics