2015-06-26 13:45:24, 733 ნახვა
ეკონომიკა
„სმარტი“ და აგრარული უნივერსიტეტის „საქართველოს კულინარიის აკადემია“ თანამშრომლობას იწყებენ
სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ და „საქართველოს კულინარიის აკადემია“ ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რის საფუძველზეც აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პრაქტიკული გამოცდილება „სმარტში“ მიიღონ, მომხმარებლებს კი „საქართველოს კულინარიის აკადემიის“ პროფესიონალი კულინარები მასტერკლასებს ჩაუტარებენ სხვადასხვა კერძებისა და დესერტების მომზადებაში.
თანამშრომლობის შედეგად „სმარტის“ წარმოების ყველა მენიუ გადახალისდება და ერთობლივად შექმნილი კერძები ჩაეშვება გაყიდვაში.
როგორც „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, „სმარტის“ ქსელში 300-ზე მეტი კულინარიული ნაწარმი არის ჩაშვებული.
„სმარტი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საკუთარ კულინარიულ წარმოებას, ამიტომაც „სმარტის“ მზარეულები მუდმივად გადიან პროფესიულ მასტერკლასებს საერთაშორისო გამოცდილების მქონე შეფმზარეულებთან და „სმარტ კაფეში“ მომხმარებლებისთვის უმაღლესი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეული, ყოველდღიურად ახალი კერძებისა თუ დესერტების შეთავაზებით მათ წვლილი შეაქვთ კულინარიის დარგის განვითარებაში. შესაბამისად, „სმარტი“ მოხარულია ითანამშრომლოს პირველ პროფესიულ კულინარიულ სასწავლებელთან საქართველოში და პროფესიული გამოცდილება გაიზიაროს მათი სპეციალისტისგან. „სმარტი“ მზადაა შესაძლებლობა მისცეს „საქართველოს კულინარიის აკადემიის“ სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება წამყვან სუპერმარკეტების ქსელში მიიღონ“,-აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.
ამასთან, „საქართველოს კულინარიის აკადემია“ აგრარული უნივერსიტეტის პროფესიული სასწავლებელია, რომელიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობს მზარეულისა და კონდიტერის პროფესიულ პროგრამებს და სამოყვარულო კურსებს. კულინარიის აკადემია არის საქართველოში ყველაზე დიდი და თანამედროვედ აღჭურვილი ინფრასტრუქტურის მქონე სასწავლებელი. კულინარიის აკადემიის დაარსების მიზანია კულინარიის როგორც ხელოვნების სფეროს შესწავლა და მზარეულის პროფესიის შესახებ საქართველოში არსებული სტერეოტიპის დამსხვერევა. აკადემიას ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კომპანიების თანამშრომლები სამოყვარულო კურსების ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, წყნეთში, კახეთის გზატკეცილზე, ბათუმში, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, გორში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან