07:44 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 11:42:51, 1822 ნახვა

ეკონომიკა
სესხის გამცემი სუბიექტებისთვის სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენის ვადა ამოიწურა

იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომლებსაც მიმდინარე წლის 30 აპრილამდე 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ სასესხო/საკრედიტო ვალდებულებები გააჩნდათ, ეროვნულ ბანკში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენისათვის დადგენილი ვადა ამოიწურა.

როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, იმ პირთა საქმიანობა, რომელთაც ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციისთვის დოკუმენტები არ წარუდგენიათ და 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ ჯერ კიდევ გააჩნიათ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება.

„შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკში დოკუმენტაციის წარდგენის თავდაპირველი თარიღი ერთი თვით, 2019 წლის 30 აპრილამდე იყო გახანგრძლივებული.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, იმ პირთა საქმიანობა, რომელთაც ეროვნულ ბანკში სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციისთვის დოკუმენტები არ წარუდგენიათ და 20-ზე მეტი ფიზიკური პირის მიმართ ჯერ კიდევ გააჩნიათ სასესხო/საკრედიტო მოთხოვნა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობად ჩაითვლება.

დღევანდელი მდგომარეობით, სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციაზე განაცხადი 205 მეწარმე სუბიექტს აქვს წარდგენილი, აქედან რეგისტრაცია 145 სუბიექტმა უკვე გაიარა“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

ინფორმაცია რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტების შესახებ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=529





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics