09:20 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-01 11:11:08, 1165 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ დავით გარეჯში ჩემი მისვლა, პროვოცირების ნაწილია

ძალიან მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც თვლიან, რომ დავით გარეჯში პრეზიდენტის მისვლა რაღაც პროვოცირების ნაწილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუსმ დროს განაცხადა.

პრეზიდენტი საზოგადოების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლებიც აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზის ჩაკეტვას, დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის ჩასვლას უკავშირებენ.

„ჯერ ერთი, ეს არ არის უჩვეულო. არა ყოველ აღდგომას, მაგრამ რამდენიმეჯერ უკვე მომხდარა. ეს არ არის სწორი, რომ უცებ რაღაც ახალი მოხდა. სხვათა შორის, მე ადრეც ვიყავი ნამყოფი. ძალიან მიკვირს მე იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ რაღაც პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტიზმზე და საერთოდ, ისტორიულ შეგნებაზე, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება, ჩვენ ტერიტორიაზე, რომელიც არის ყველა ჩვენი პრეტენზიებიდან გამომდინარე -- გადაწყვეტილი ბოლომდე არ არის, მაგრამ მე გარკვეული ვარ იმ მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ მე ადრეც ვმონაწილეობდი -- რომლებიც თვლიან, რომ ეს არის რაღაც პროვოცირების ნაწილი. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ აგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას? თუ რას ნიშნავს ეს? მინდა გავერკვიო. ძალიან გამიკვირდა ზოგიერთი მხარის რეაქციები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სად უნდა გავიდეს საზღვარი? პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა ერთბლივი განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ კომისია შედგეს.

„ჩვენ წარმოდგენა გვაქვს, მაგრამ მე არ შევალ დეტალებში, შეიძლება ვერ გაიგონ. ჩვენი პოზიცია არის ძალიან მკაფიო. არსებობდა საბჭოთა კავშირის ბოლოს საზღვარი, რომელიც იყო ადმინისტრაციული საზღვარი 38 წლის რუკებით, რომლის მერეც არ ყოფილა ახალი რუკა. სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტა. მერე შეიძლება ამაზე მოლაპარაკება. საბოლოო არასოდეს არ არის ისეთი მკაცრი პოზიცია, მაგრამ ეს არის ჩვენი საწყისი პოზიცია და ეს ცნობილი არის ჩვენი მეგობრებისთვის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics