2019-04-30 17:12:50, 1941 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7029 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.7007 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0022 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 3.0300 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.0067 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0233 ლარი შეადგინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,