|
2019-04-30 15:37:22, 1021 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა
დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომა გამორჩეული იყო თავისი ფორმატით და მას მუნიციპალიტეტის წარმატებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა საჯარო და კერძო ინტერესების დაცვაზე, ეკონომიკურ აქტივობებზე და ანტიკორუფციული პოლიტიკის გაძლიერებაზე რეგიონში. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად სამართლიანი თამაშის წესებით ბიზნესთან ვიყოთ ძალიან გამჭვირვალე. ამავე დროს საჯარო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით იქნას მიღებული გადაწყვეტილებები. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა, შიდა კონტროლი, აუდიტის და მონიტორინგის სამსახურების მუშაობა. ასევე ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო მთავრობის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. სხდომაზე აღინიშნა, რომ ხელვაჩაურში მიმდინარეობს სამრეწველო ზონის დაგეგმარების პროცესი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას მუნიციპალიტეტში. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით - ,,ინიციატივა დაეხმარება მუნიციპალიტეტს იყოს წარმატებული, შეიქმნას მეტი დოვლათი. წლის ბოლოსთვის გვექნება კონკრეტული გაზომვადი შედეგები, რომელშიც აქტიურად უნდა იყოს ჩართული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი და ერთობლივად უნდა შევქმნათ ძალიან წარმატებული ინდუსტრიული ზონა, ყოველივე ეს დაეხმარება მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი სარგებელი მიიღოს". გაჟღერდა სასიამოვნო სიახლე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით. უახლოეს დღეებში დასრულდება ბათუმში განათლების ქალაქის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის შერჩევის პროცესი. იგეგმება თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. ასევე, ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტი განახორციელებს ინვესტიციას. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ ინვესტორი აქტიურად დაიწყებს უნივერსიტეტის, სტუდენტური საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოებს. აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის აუცილებელი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. ესენია ხულო-ზარზმის გზა და გაზიფიცირების მეორე ეტაპი. ძალიან მალე შესაბამისი ზედამხედველი კომპანიები უზრუნველყოფენ გაზიფიცირების პროცესის სწორ, ეფექტურ და დროულ დასრულებას და შედეგად მომავალი წლიდან შიდა დაქსელვითი სამუშაოების საფუძველზე ყველა ოჯახს მაღალმთიან აჭარაში მიეწოდება ბუნებრივი აირი. მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს სისხლში ტყვიის შემცველობის შემცირებასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით იგეგმება გარკვეული ღონისძიებების გატარება აჭარის მთავრობის მხრიდან. კერძოდ, შემუშავებულია გეგმა, რომლის თანახმადაც ბავშვებს რომელთაც ტყვიის შემცველობა სისხლში 5 მკგ/დლ-ზე მაღალი დოზით აქვთ, ყველა კვლევის ხარჯს სახელმწიფო დაფარავს და იმოქმედებს სპეციალური ვაუჩერები. დღესვე სხდომაზე განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება.
(NS)
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)