|
2019-04-30 14:20:40, 1174 ნახვა
პოლიტიკა
ლილიან მორი პასკიე - საქართველოს საკმარისზე მეტი გამოწვევის გადალახვა მოუწია და დარწმუნებული ვარ, დარჩენილ გამოწვევებსაც გაუმკლავდება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ლილიან მორი პასკიეს განცხადებით, საქართველო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც მან საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანამ ბოლო 20 წელიწადში სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ასამბლეის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო გამოიყენებს ევროსაბჭოს ექსპერტების რჩევებს და რეკომენდაციებს მომავალშიც გაითვალისწინებს. „ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოც მიიღებს სარგებელს საქართველოს მიღწევებისა და მიღებული გამოცდილებიდან. ეს არის უფრო სტაბილური საქართველო, რომელიც დაფუძნებულია სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომელიც ემზადება, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ხელმძღვანელობისთვის, რომელსაც ის 2020 წლის მაისამდე ჩაუდგება სათავეში. დღევანდელ იუბილეზე მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას და ყველა პოლიტიკურ ძალას ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. ეს არის პროგრესი, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს და დიდი სიამოვნებით მიესალმება. საქართველოს გასული 20 წლის განმავლობაში საკმარისზე მეტი გამოწვევის გადალახვა მოუწია. მაგრამ თქვენ უნდა იამაყოთ იმით, თუ როგორ გაუმკლავდა საქართველო ამ გამოწვევებს. დარწმუნებული ვარ, რომ ევროსაბჭოს დახმარებით საქართველო წარმატებით გაუმკლავდება დარჩენილ გამოწვევებს და გააგრძელებს პროგრესს. ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს დახმარებით ჩვენი ორგანიზაციაც განვითარდება და პროგრესს განაგრძობს. 20 წლის წინ არჩეულ გზას თუ გადავხედავთ, დავინახავთ ხელშესახებ შედეგს. მათ შორის მართლმსაჯულების რეფორმას. ასევე მინდა აღვნიშნო საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც დასრულდა სრულად საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესი. ასევე აღსანიშნავია პარლამენტის პროცედურებისა და წესების ცვლილება. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ეს დემოკრატიული მონაპოვარი. ამისთვის კი აუცილებელია პლურალისტული პოლიტიკური დიალოგი პარლამენტში. ასევე, კონსტრუქციული დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და საზოგადოების კონსოლიდაცია“, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)