|
2015-06-26 11:36:18, 773 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი შსს-ს საქმიანობას აფასებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციელბის წინააღმდეგ 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს გაცილებით მეტი დისციპლინური ღონისძიება გაატარა. ამის შეასახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული. დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წელს 2 796 დისციპლინური ღონისძიება გატარდა, 2013-ში კი 1 686. „შსს-მ დისციპლინურ სასჯელად საყვედური, ჩამოქვეითება და სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენა. გარდა ამისა, 2014 წელს შსს-ს 32 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, 2013 წელს კი 18. უწყებამ თანამშრომლების 4 თანხის მითვისების ფაქტი, 3-3 ხულიგნობის და სამსახურეობრივი ძალაუფლების გადამეტების, 3 გულგრილობის და 3 ქრთამის აღების ფაქტი დააფიქსირა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. დეპარტამენტის განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს პოლიციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, როდესაც დაკავებისას რამდენიმე ეჭვმიტანილმა სხეულის დაზიანება მიიღო. „პროკურატურამ მაშინაც კი უნდა დაიწყოს გამოძიება, როდესაც ის მიიღებს ძალადობის სავარაუდო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ანონიმური წყაროდანაც კი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც პროკურატურა პოლიციელების მხრიდან ეჭვიმტანილებზე ძალადობას იძიებს, ის შსს-ს თანამშრომლებს ამართლებს“,- ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში, შსს-ს პოლიციის აკადემიამ 377 პოლიციელს ადამიანის უფლებების თემაზე საბაზისო კურსი ჩაუტარა. პოლიციის აკადემიამ ასევე ჩაატარა სპეციალური ტრენინგი ხალხის მართვაში ლგბტ ღონისძიებების დროს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)