|
2019-04-30 14:00:37, 1248 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - შემოდგომაზე ჩვენს ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერება, როდესაც საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება
"დღეს ვქმნით ქვეყანას, რომელიც ეყრდნობა ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავისუფალ და თანამედროვე ეკონომიკას, რომლის საგარეო პოლიტიკა უზრუნველყოფს საქართველოს ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, ხელისუფლებისთვის ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. "ჩვენთვის ადამიანი, მისი უფლებები და მასზე ზრუნვა ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. ჩვენთვის ადამიანური კაპიტალის შექმნა არის განსაკუთრებული ამოცანა. სწორედ ამ მიზნით ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში იხილება საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 6%, რომელიც ფაქტობრივად ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედია, საქართველოში განათლებას, ახალგაზრდობას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას მოხმარდება. ჩვენ გვწამს, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო და ძლიერი ქართული დემოკრატია უნდა ეყრდნობოდეს განათლებულ და ძლიერ საზოგადოებას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი დემოკრატიის კონსოლოდაციისა და ტრანსფორმაციის პროცესს და საქართველო მუდამ იქნება ჩვენი საერთო ფასეულობების ერთგული. ამის ნათელი მაგალითი გახლავთ შარშან, ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლა, რომლის მიხედვითაც საქართვლო გახდა სრულფასოვანი საპარლამენტო დემოკრატია და საქართველოს პარლამენტს მიენიჭა სრულიად განსაკუთრებული ფუნქციები. 2019 წლის შემოდგომაზე კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი სახელმწიფოებრიობის ისტორიაში, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ეს არის დიდი პატივი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. ჩვენ ვმუშაობთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც იქნება მთავარი სამოქმედო გეგმა საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპის საბჭოს და მეტი კონტრიბუცია შევიტანოთ მის საქმიანობაში. ქალბატონო პრეზიდენტო, მსურს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის და იმ პერსონალური წვლილისთვის, რომელიც ყოველდღიურად შეგაქვთ იმ პროცესში, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო", - განაცხადა პრემიერმა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)