08:29 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 13:32:21, 1220 ნახვა

პოლიტიკა
ლილიან მორი პასკიე - პარლამენტში, პოლიტიკურ მხარეებს შორის დემოკრატიული დიალოგის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია

„ყველა პოლიტიკურ ძალას დიდი პასუხისმგებლობა აწევს მხრებზე, როცა საუბარი გვაქვს, რომ ოპოზიციური მხარეების უფლებებს და შეხედულებებს პატივი უნდა ვცეთ, რადგან ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური დებატების განხორციელებას“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ლილიან მორი პასკიემ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ 20 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თუმცა, კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მუშაობის გაგრძელებაა საჭირო.

 „თუ ჩვენ დავუბრუნდებით იმ 20 წლის წინანდელ პერიოდს, ძალიან ხელშესახებ შედეგებს დავინახავთ. როცა ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლო სისტემის პროგრესზე, აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.  საქართველოს სჭირდება გააგრძელოს კანონმდებლობის შემუშავება ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობაში. ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიული დიალოგის უზრუნველყოფა პარლამენტში ყველა პოლიტიკურ მხარეს შორის, რათა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდირება, იმ მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც საჭიროა ფართომასშტაბიანი რეფორმებისთვის.

ყველა პოლიტიკურ ძალას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აწევს მხრებზე, როცა საუბარი გვაქვს, რომ პატივი უნდა ვცეთ უფლებებს და შეხედულებებს ოპოზიციური მხარეების, რადგან ისინი ხელს უწყობენ პოლიტიკური დებატების განხორციელებას დემოკრატიული ინსტიტუციების ჩამოყალიბებისთვის. თუნდაც შეიძლება ეს შეხედულებები ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვეოდეს“, - განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics