|
2019-04-30 13:15:55, 1496 ნახვა
კომენტარი
პრემიერი ოკუპაციაზე: სამყარო აღნიშნავს აღდგომის დღესასწაულს, ჩვენს მოქალაქეებს კი, წინაპრების საფლავზე მისვლის შესაძლებლობა არ აქვთ
"დღეს ჩვენ ევროპასთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. თუმცა, ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოს წინსვლის შეჩერებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საბჭოში გაწევრიანებისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა იმართება. აღნიშნულ კონტექსტში პრემიერმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრდა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვეაა. "რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას. ეს არის მტკივნეული გამოწვევა მათ შორის ევროპის საბჭოსთვის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ყოველდღე ჩვენ ვხედავთ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, ეთნიკურ ნიადაგზე მოსახლეობის დისკრიმინაციას. ქრისტიანული სამყარო ამ დღეებში აღნიშნავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩვენს მოქალაქეებს კი, იმის საშუალებაც არ აქვთ, რომ თავიანთი წინაპრების საფლავზე მივიდნენ და სანთელი დაანთონ. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. სწორედ ამ არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ჩვენი მოქალაქეები - გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი და დავით ბაშარული. რამდენიმე კვირის წინ მოხდა კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია, როდესაც გარდაიცვალა უკანონოდ დაკავებული ჩვენი მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია. ამ და სხვა სასტიკი დანაშაულების საფუძველზე შეიქმნა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია", რომელშიც ჩაიწერა ამ დანაშაულების ჩამდენი პირების გვარები", - განაცხადა ბახტაძემ. პრემიერის განცხადებით, ამ სიის ფიგურანტებს საერთაშორისო სამართლით მოეთხოვოთ პასუხი და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. "ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა, რომელიც დგას ქართული სახელმწიფოს წინაშე, არის ქვეყნის დეოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის გავრცელება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. საქართველოს ოკუპაციას ჩვენ არასოდეს შევეგუებით, და დარწმუნებული ვარ, არ შეეგუება არც საერთაშორისო თანამეგობრობა. მიუხედავად ამ უსამართლობისა, ჩვენი პასუხი ამ გამოწვევებზე არის მხოლოდ მშვიდობა და საქართველოს განვითარება. სწორედ ამიტომ, ჩვენ წარმოვადგინეთ სამშვიდობო ინიციატივა, სახელად - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" და დიდი მადლობა ევროსაბჭოს ამ ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები ელემენტარული კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)