|
2019-04-30 11:57:33, 1768 ნახვა
ეკონომიკა
იანვარ-მარტში მშენებლობის 2 052 ნებართვა გაიცა
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 052 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0,2 პროცენტით ნაკლები) 1378,1 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7,8 პროცენტით მეტი). სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნებართვების 71,6 პროცენტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50,0 პროცენტი ქ. თბილისზე, 11,1 პროცენტი – აჭარის ა.რ.-ზე და 10,5 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება. „აღსანიშნავია, რომ 2019 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა კატეგორიის შენობა - ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით არის წარმოდგენილი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, 40,5 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12,6 პროცენტი – კახეთის რეგიონზე, ხოლო 7,9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე. 2019 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სულ 624,4 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წელთან შედარებით 59,9 პროცენტით მეტი) 619 ობიექტი (წინა წელთან შედარებით 14,2 პროცენტით მეტი)“, - ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
მერცი: ბერლინი ლაიფციგში დრონით თავდასხმაზე რეაგირებას ამზადებს
კრემლმა განაცხადა, რომ პუტინისთვის „უსარგებლო“ იქნება ზელენსკისთან და ტრამპთან შეხვედრა
უკრაინა ბელგოროდის ოზონის რამდენიმე ობიექტს დაესხა თავს, არიან დაჭრილები
გერმანიაში პოლიტიკოსი სკანდალში გაეხვა წარწერით „რუსეთის არმია“ ფინჯნის გამო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)