17:14 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-30 11:51:56, 1606 ნახვა

ეკონომიკა
გულბანი: ეს მონაცემები ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა იკრებს ძალებს შიდა წარმოების განვითარების კუთხით, რაც ექსპორტის ზრდაში გამოიხატება

„მარტში დაფიქსირებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და იძლევა ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობას წლის დანარჩენი თვეებისთვისაც, ვინაიდან შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენცია საგარეო ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესების თვალსაზრისით“, - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა შოთა გულბანმა „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებლის კომენტირებისას. 

მისი თქმით, მარტში ასევე გაიზრდა ტურიზმიდან შემოსავლები 5,3%-ით და საერთაშორისო გზავნილები 7,5%-ით, რამაც დადებითი გავლენა იქონია მარტში ეკონომიკურ ზრდაზე. 

„ჩემთვის ეს მონაცემები ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანდათან იკრებს ძალებს შიდა წარმოების განვითარების კუთხით, რაც ექსპორტის შეუქცევად ზრდაში გამოიხატება. ვხედავთ ტენდენციას, რომ იმპორტი მცირდება და ადგილობრივი წარმოება ძლიერდება, რასაც ხელს უწყობს ერთი მხრივ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ხოლო მეორე მხრივ სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მეწარმეებს საწარმოო ციკლის თითქმის ყველა კომპონენტში უჭერს მხარს,“ - განაცხადა  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა. 

სტატისტიკური ინფორმაციით, 2019 წლის მარტში საქონლის ექსპორტის 12.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 321.0 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი შემცირდა 12.3 პროცენტით და 740.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. შოთა გულბანის შეფასებით, ყოველივემ მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია მარტში ეკონომიკურ ზრდაზე. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
კალაძემ მეგობარი პოლონეთი ქართული ტელევიზიის დაარსების გამო, ქართულ ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics