2019-04-30 11:12:54, 2528 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მსოფლიო ლიდერები არ დაესწრებიან
მოსკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს მსოფლიო ლიდერები არ დაესწრებიან.
ამის შესახებ "რია ნოვოსტი" კრემლის პრესსპიკერზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, კრემლს 2019 წლის 9 მაისს სამხედრო აღლუმზე არც ერთი უცხოელი ლიდერი არ მიუწვევია.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან