|
2019-04-28 11:28:03, 1854 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ ჰოლივუდელი პროდუსერების ჯგუფთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კინოწარმოების წარმომადგენელთა დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ისეთი ცნობილი სტუდიების პროდუსერები, როგორიცაა HBO, UNIVERSAl PICTURES, INDEPENDENT და სხვ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. ამერიკული კინოწარმოების მაღალი რანგის წარმომადგენლების დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში" მოწვევით, 25 აპრილს ეწვია და 1-ელი მაისის ჩათვლით კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალს შეისწავლის. მათი ვიზიტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" ფარგლებში ხორციელდება. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში ამერიკული კინოსტუდიების მიერ ფილმების გადაღების შესაძლებლობა. აღინიშნა, რომ ამერიკელ კინომწარმოებელთა ვიზიტს წინ უძღოდა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენელთა პრეზენტაციები ამერიკაში, ჰოლივუდში, რომლის დროსაც გამოიხატა ინტერესი საქართველოს, როგორც კინოგადაღებებისთვის პოტენციური მდებარეობის მიმართ. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისაუბრა სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში" შესახებ, რომლითაც უკვე ისარგებლეს ევროპელმა, ინდოელმა და ჩინელმა პროდუსერებმა. აღინიშნა, რომ პროგრამიდან გამომდინარე, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი ყოველდღიურად უფრო აქტუალური და დატვირთული ხდება. ამჟამად კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის ფარგლებში 15 უცხოური პროექტი უკვე განხორციელდა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ. თავის მხრივ, ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს ინტერესი საქართველოს მიმართ, სადაც შესაძლებელია ამერიკული კინოფილმების გადაღება. მათი შეფასებით, საქართველო ერთ-ერთ გამორჩეული ლოკაციაა აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით და მას სხვებისგან გამოარჩევს ეკლექტურობა და მრავალფეროვნება. სტუმრებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოთი მათი დაინტერესება ასევე გამოიწვია იმას, რომ ქვეყანა თავისუფალია კორუფციისგან და გამოირჩევა დაბალი გადასახადებით. მათ ასევე აღფრთოვანება გამოხატეს ქართული კულტურითა და სამზარეულოთი. შეხვედრაზე ითქვა ისიც, რომ ამერიკული მხარე სერიოზულად განიხილავს საქართველოში გადაღებების დაწყებას. ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სტუმრები ქართველ კინომწარმოებლებსა და ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, გაეცნობიან ქართული კინოს წარმოების შესაძლებლობებსა და არსებულ ინფრასტრუქტურას. ისინი 1 კვირის განმავლობაში დაათვალიერებენ ბათუმს, წყალტუბოს, უფლისციხეს, ჭიათურას, თბილისს, ყაზბეგს და რუსთავს. ცნობილ ამერიკელ კინომწარმოებლებს ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი როგორებიცაა : „TRANSFORMERS", „WE NEED TO TALK ABOUT KEVIN ", „ STAR WARS: The Force Awakens", „SKY FALL", "NEVER LET ME GO" და ა .შ.
(NS)
მერცი: ბერლინი ლაიფციგში დრონით თავდასხმაზე რეაგირებას ამზადებს
კრემლმა განაცხადა, რომ პუტინისთვის „უსარგებლო“ იქნება ზელენსკისთან და ტრამპთან შეხვედრა
უკრაინა ბელგოროდის ოზონის რამდენიმე ობიექტს დაესხა თავს, არიან დაჭრილები
გერმანიაში პოლიტიკოსი სკანდალში გაეხვა წარწერით „რუსეთის არმია“ ფინჯნის გამო
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)