|
2019-04-27 16:36:37, 2002 ნახვა
სამართალი
შსს ვანში დედა-შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვანში, დედა-შვილის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარე წლის 27 აპრილს, ქ. ვანში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გვიან ღამით, პოსტის დაწერიდან რამდენიმე წუთში, პოლიციამ 112-ში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შეტყობინების ინიციატორი ოჯახის არც ერთი წევრი არ ყოფილა. შეტყობინება გარეშე პირმა განახორციელა. გამოძიების ფარგლებში, მიმდინარეობს გამოკითხვები, უკვე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც ბავშვის, ისე მისი დედის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანი უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი თ.მ.-ს გამოძიების დაწყებისთანავე დაუკავშირდა შესაბამისი დახმარების შეთავაზების მიზნით. აღსანიშნავია, რომ თ. მ-სა და მისი ყოფილი მეუღლის ოჯახებმა 2017 წელს პოლიციას რამდენჯერმე მიმართეს. აქედან არცერთი ფაქტი არ ეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას. პოლიციამ ყველა ფაქტზე მოახდინა რეაგირება და დაიწყო გამოძიება, მათ შორის, რამდენიმე პირი მიეცა პასუხისგებაში. 2018 და 2019 წლებში, თ. მ.-სა და მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, აგრეთვე ოჯახების სხვა წევრთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე პოლიციაში შეტყობინება არ შემოსულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს აღნიშნული საქმის გამოძიების მონიტორინგს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მოუწოდებს დანაშაულის შესახებ დროულად შეატყობინონ პოლიციას, რათა პოლიციამ შეძლოს სათანადო რეაგირება“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)