10:58 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 09:39:37, 497 ნახვა

პოლიტიკა
აგვისტოში საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვევა

აგვისტოში საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველო თავდაცვის მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრ ვერშბოუს შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელიც ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

ამასთან, როგორც ვერშბოუმ აღნიშნა, იენს სტოლტენბერგის ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრის შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიალი იგეგმება. 

გარდა ამისა, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი განიხილეს.

როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, ეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი და  ბუქარესტის სამიტზე გაჟღერებული ნატოს ღია კარის პოლიტიკის ნათელი დადასტურება იქნება.

„7 წლის განმავლობაში საქართველომ რეფორმები წარმატებით განახორციელა. გარდა ამისა, საქართველო, ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია და დიდი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“,- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

შეხვედრის დასასრულს, თინათინ ხიდაშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ნატოს წინაშე აღებული ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ამ თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელება საქართველოსთვის ნატოს მომავალ სამიტზე MAP-ის მინიჭება იქნება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics