14:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-25 17:04:46, 1186 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზი” სანერგე მეურნეობა მოინახულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, სოფელ ნიქოზში იმყოფებოდნენ, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნიქოზის” სანერგე მეურნეობა მოინახულეს.

ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ სოფლის მეურნეობის პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში, გამყოფ ხაზთან მდებარე  სოფელში მომგებიანი მეურნეობა  შექმნა, რომელიც გაფართოებასა და ახალი ჯიშების გამრავლებაზეა ორიენტირებული. ფერმერმა ამერიკული ჯიშის კაკლისა და ნუშის ნერგები ჩამოიტანა და რამდენიმე ათას ჰექტარზე გააშენა.

„კოოპერატივი ნიქოზი ძალიან კარგ საქმეს აკეთებს, რომელიც სანიმუშო და სამაგალითოა სხვა ფერმერებისთვის. სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღი ზუსტად გამყოფი ხაზის მიღმაა. ერთია ის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს მრავალწლიანი კულტურის გაშენებისა და  თანამედროვე მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის და მეორე და მნიშვნელოვანი, რომ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ფერმერებისთვის დამატებითი შეღავათები არსებობდეს. ჩვენ ასეთი შეღავათები გავაჩინეთ ყველა მიმართულებით, რათა უფრო მეტი მოტივაცია ქონდეს გამყოფი ხაზის  პირას მცხოვრებ ფერმერს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, ფერმერები განსხვავებული პირობებით ისარგებლებენ. კერძოდ, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისათვის ცვლილებები შევა პროექტში „დანერგე მომავალი". მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში გასაშენებელი მიწის მინიმალური ფართობი შეადგენს 1 ჰა-ს, ცვლილების თანახმად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მიწის მინიმალური ფართობი შემცირდება და 1 ჰა-ს ნაცვლად მინიმალური ფართობი იქნება 0,5 ჰა. ასევე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების თანადაფინანსების კომპონენტში ფერმერი იღებდა ნერგებზე 70%, ხოლო სარწყავ სისტემებზე 50% დახმარებას, ცვლილებების თანახმად, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისთვის ფერმერი მიიღებს ნერგების ღირებულების 80% თანადაფინანსებას, ხოლო სარწყავი სისტემების ღირებულების 60% დაფინანსებას.

ცვლილებები შევა სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტშიც. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ფერმერი სახელმწიფოსგან ნაცვლად 40%-იანი გრანტისა, მიიღებს 50-%ს - არაუმეტეს 600,000 ლარისა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics