|
2019-04-25 12:21:28, 1380 ნახვა
პოლიტიკა
ბობოხიძე - ენმ-მ შეთანხმება დაარღვია, თუმცა ამომრჩეველს შეთანხმებული კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ
„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის საერთო ამოცანაა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძე ბრიფინგზე განაცხადა. „ევროპული საქართველო“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, 19 მაისის შუალედურ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეთანხმებულ კანდიდატებს დაუჭირონ მხარი. „საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს ამოცანა განხორციელებადია. სწორედ ამის გამოა აუცილებელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა. ამიტომ მივმართეთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 19 მაისის შუალედური არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში ენმს და 6 საარჩევნო ერთეულში ევროპული საქართველოს შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ენმს ხელმძღვანელობამ ჯერ მარნეულში ხოლო შემდგომ ჭიათურაში დაარღვია. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეთანხმების დარღვევას და მოვუწოდებთ „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველს, (ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში) სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს. ასევე იმედი გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა მხარდაჭერის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)