08:30 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-24 16:05:26, 1355 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - კანონპროექტი მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის გარანტიას იძლევა

„შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ეს კანონპროექტი იძლევა მაღალკვალიფიციური, კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის არა მარტო საშუალებას, არამედ გარანტიასაც და ამის ნათელი მაგალითი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი, როდესაც დაამტკიცებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ გავწერეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება საერთო ინტერესს - საერთო ინტერესი არის მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი ადამიანების შერჩევა უზენაესი სასამართლოსთვის და ეს კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას, რომელსაც არ აქვს ანალოგი არცერთ ევროკავშირის ქვეყანაშიც კი. შეუძლია, ნებისმიერს, გადაამოწმოს ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობა, პრაქტიკა და გამოცდილება. არსად ამის მეათედიც კი არ არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, პროცესის შეჩერების არავითარი საფუძველი არ არსებობს, პირიქით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი მოტივაცია იმისა, რომ საბოლოოდ მივიღოთ ეს კანონი, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი, რომლის საბოლოო შედეგი იქნება მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კობახიძე ოპონენტების მოთხოვნასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, კანონპროექტი მეორე მოსმენაზე უნდა დაბრუნდეს.

„ამის საფუძველი არ არსებობს, იმიტომ, რომ კანონპროექტი არის მაქსიმალურად დახვეწილი და ასახავს იმ ინტერესს, რასაც ჰქვია მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების ინტერესი. არის მაქსიმალურად დახვეწილი, თუ ერთი ოპონენტი მაინც მოიტანს ევროკავშირის რომელიმე ქვეყნის მაგალითს, სადაც ამის მეათედი მაინც არის გაწერილი, მაშინ ჩვენ შეიძლება დავაბრუნოთ მეორე მოსმენაზე ეს კანონპროექტი. ევროკავშირის ვერცერთი ქვეყნის ვერცერთ მაგალითს ვერ მოგვიყვანთ, სადაც ამის მეათედიც კი არის გაწერილი. ეს არის ყველაფრის ნათელი დასტური",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics