|
2015-06-25 18:28:38, 582 ნახვა
პოლიტიკა
ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა ხმაურის ფონზე წარიმართა
პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, ხმაურის ფონზე წარიმართა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ლევან თარხნიშვილმა სხდომაზე განაცხადა, კანონში ცვლილება მხოლოდ ერთი ადამიანის აზრის ,,გაპრავებას" უკავშირდება. ,,ორი დღეა ჩვენ პარლამენტში საკმაოდ უცნაურ შემთხვევას ვაკვირდებით, როცა ჩვენი კოლეგები ცდილობენ ერთი კონკრეტული ადამიანის აზრის "გაპრავებას" და ცდილობენ ახსნას, თუ რატომ ცვლიან კანონს", - აღნიშნა თარხნიშვილმა. დეპუტატის ამ განცხადებას სხდომაზე ხმაური მოჰყვა. დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ თარხნიშვილს გარეწარი უწოდა, ხოლო თამაზ მეჭიაურმა ოპოზიციონერი დეპუტატი არჩევნების გამყალბებლად მოიხსენია. ,,თქვენ ხართ არჩევნების გამყალბებელი და ამის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ. აქ რომ სხედხართ, გაყალბების მეტი რა გააკეთეთ?"- მიმართა ლევან თარხნიშვილს თამაზ მეჭიაურმა. „გარეწრები სახლში მოიკითხეთ“, – უპასუხა თარხნიშვილმა ჯაფარიძეს. დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ კი უმცირესობის დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. ,,თქვენ გინდათ, რომ ნერვები მოგვიშალოთ, მაგრამ ვერ მოგვიშლით ნერვებს ამიტომ დასვით კითხვა", - მიმართა ტყემალაძემ კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციას.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი - შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
პროკურატურა - თამაზ ელიზბარაშვილმა საპროცესო შეთანხმება მოითხოვა მისი განმარტებით, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ
პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ობიექტებიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს
ევროკავშირის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის მოგვარებაზე რუსეთთან მომლაპარაკებლის კანდიდატურას განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)