|
2019-04-24 12:26:50, 1416 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: ჩემი ვერცერთი მოადგილე დღეს პრემიას და დანამატს ვერ იღებს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს, თბილისის მერის მოადგილეებს და ვიცე-მერს ხელფასები გაეზარდათ, - ამის შესახებ მან დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ განმარტა, მოადგილეებსაც და ვიცე-მერსაც აკრძალული აქვთ დანამატებისა და პრემიის აღება, რასაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი არეგულირებს. „ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს, 2018 წელს დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და ასევე, ვიცე-მერმა, ხელფასები მოიმატეს. დაახლოებით, საუბარი იყო 113 და 119%-ით მატებაზე. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. განმარტებას არა პოლიტიკოსებისთვის, არამედ თბილისის მოსახლეობისთვის ვაკეთებ, რომ მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ადრეც მაქვს ამ საკითხზე განმარტებები გაკეთებული, კიდევ ერთხელ განვმარტავ. რეალურად მოგიყვებით იმ სამართლებრივ გარემოებებზე, რომლის საფუძველზეც ამ ტყუილს ქმნიან. საჯარო სამსახურის რეფორმა 2017 წელს განხორციელდა და ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შევიდა, რომლითაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა. მანამდე ადამიანებს ჰქონდათ ხელფასი, რაც თანამდებობრივი სარგოა. ასევე, იღებდნენ დანამატს და პრემიებს. ეს მავნე პრაქტიკა წლების განმავლობაში იყო და ძალაში შესულმა კანონმა დაარეგულირა. ამის შემდეგ თანამდებობრივი სარგო და დანამატი გაერთიანდა და თანამდებობრივი სარგო, ანუ ხელფასი დაერქვა. პარალელურად, თანამდებობის პირებისთვის პრემიების გაცემა აიკრძალა. ჩემი ვერცერთი მოადგილე დღეს პრემიას და დანამატს ვერ იღებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. მისივე თქმით, მსგავსი ინფორმაციების გავრცელება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. „როდესაც ასეთ განცხადებებს ვისმენ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს ვხედავ, ვალდებული ვარ, განმარტებები და შედარებები გავაკეთო. წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ მოსახლეობამ ინფორმაცია უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს კიდეც ცხრილი, 2013 წელს რამდენი იყო მერის მოადგილეების ხელფასები და დღეს რამდენია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)