2019-04-24 11:21:04, 2796 ნახვა
მსოფლიო
კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა [ვიდეო]
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში მატარებლით ჩავიდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ერთმანეთს 25 აპრილს, ვლადივოსტოკში შეხვდებიან.
მედიის ცნობით, სამიტზე განხილვის მთავარი თემები მხარეებს შორის ურთიერთობა და კორეის ნახევარკუნძულზე არსებული ბირთვული საკითხის დარეგულირება იქნება.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან