08:30 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 16:47:03, 1421 ნახვა

პოლიტიკა
​ფინანსთა მინისტრი ბოკერიას: 0.1%-ით გაზრდას ეძახი, რომ გადასახადი გავზარდე? ნამუსი აღარ არის ხალხო?!

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატები ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს უსმენენ, ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობს.

სხდომის კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლის შემდეგ, ოპოზიციამ მინისტრს მწვავე კითხვები დაუსვა, მათ შორის დედოლარიზაციაზე, საპენსიო რეფორმაზე და სხვა.

"ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, რატომ ჰგონია ხელისუფლებას, რომ ის საპენსიო ფონში შესულ თანხას მოქალაქეებზე უკეთესად დახარჯავს.

"თქვენი აზრით საპენსიო რეფორმა ზრდის თუ არა საგადასახადო ტვირთს? უწყობს თუ არა ხელს სამუშაო ადგილების შექმნას თუ არა? თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც გვეუბნებით, რომ მოქალაქეები არიან ბავშვები, რომლებზეც თქვენ ზრუნავთ, თქვენ ხართ მთავრობა, რომელიც ეუბნებით ეროვნული ბანკის სახით, რომ მოქალაქეების კულტურის ამღლებაზე ზრუნავთ, იმიტომ რომ ხალხმა დაზოგვა არ იცის და თქვენ ასწავლით ამ დაზოგვას, თუმცა იძულებით წაართმევთ ამ ფულს. რატომ არის ამ მთავრობის ლოზუნგი, ამ ფინანსთა მინისტრის, წინა ეკონომიკის მინისტრის, გნებავთ, საპენსიო შენატანზე, გნებავთ დედოლარიზაციაზე, რომ ხალხს ელაპარაკებიან და ეუბნებიან, რომ მოიქეცით როგორც ჩვენ გეუბნებით და არა ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით. რატომ არის ასეთი ცინიკური და ფარისევლური მორალი, რომ გვეუბნებით, ჩვენზე უკეთ დახარჯავთ ჩვენს ფულს და ზრდა რომ არ არის საკმარისი, ეს არის გარემოების ბრალი? რომ თქვენ ჩვენზე უფრო ჭკვიანები ხართ და თქვენ ხართ ბავშვები, რომლებზეც ჩვენ ვიზრუნებთ. თან გვატყუებთ, რომ თქვენთვის რაც გინდათ, იმას სხვებს არ სთვაზობთ", - განაცხადა ბოკერიამ.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ფინანსთა მინისტრი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ის შემოსავალს ეროვნულ ვალუტაში არ ინახავს. დეპუტატმა მინისტრის დეკლარაციაზეც ისაუბრა.

"როცა ასწავლით მოქალაქეს რომელსაც 200, 500 ან 1000 ლარი აქვს ხელფასი, რატომ არ აკეთებთ იგივეს თქვენ, ფინანსთა მინისტრი. რატომ აგროვებდით ფულს დოლარსა და ევროში, მაშინ როდესაც ხელფასი გქონდათ ლარებში?! 2019 წლის თებერვალში 26 593 ადამიანს ეთქვა უარი 5000 ლარზე ნაკლები მოცულობის სესხზე. თუ წარმოგიდგენიათ რაში შეიძლება ადამიანს დასჭირდეს ასეთი სესხი? რატომ არის ასეთ თანხაზე ასეთი შეზღუდვები?", - მიმართა გოგირიშვილმა.

თავის მხრივ ფინანსთა მინისტრმა ბოკერიას მიუგო, რომ ბოლო წლების განმავლობაში გადასახადების ზრდა არ მომხდარა და ის, ფაქტი რომ 0.1, 0.2-ით იზრდება, ეს ცუდი ნიშანი არ არის.

„თქვენ თუ ნახავთ, ბოლო წლების განმავლობაში საგადასახადო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 25 პროცენტის მიდამოშია ისე, რომ გადასახადების გაზრდა, განაკვეთების გაზრდა არ მომხდარა. ის, რომ 0.1, 0.2-ით იზრდება, ეს არ არის ცუდი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრირების ხარჯზე ჩვენი ეკონომიკის ჩრდილოვანი ნაწილიც, რომელიც ვიცით, რომ არსებობს, ის მცირდება. ეს არის ზუსტად პროდუქტიულობა, გადასახადების მობილიზების უნარი ისე, რომ ერთის მხრივ განაკვეთებს არ შეეხო, არ გაზარდო და მეორეს მხრივ არ გაურთულო გადამხდელს პროცედურები და ამის ხარჯზე არ გააკეთო. ამ მიმართულებით, არა მარტო პროცედურები არ გავართულეთ, ავტომატურ რეჟიმში დღგ-ს ვუბრუნებთ და შარშან 520 მილიონი დავუბრუნეთ. რაც შეეხება როდის მოხდა ტვირთის ზრდა - გაგიკვირდებათ და მე რომ თქვენნაირი პოპულისტი ვიყო, ვიტყოდი, რომ თქვენ დროს 12 პროცენტიდან 24 პროცენტზე გაიზარდა საგადასახადო ტვირთი-თქო, მაგრამ არ ვიტყვი, არ ვარ ასეთი პოპულისტი. მაგ პერიოდში მოხდა გადასახადების განაკვეთების შემცირება, ზოგიერთი გადასახადის გაუქმება, მაგრამ ზუსტად პროდუქტიულობის ხარჯზე 12-დან 24-ზე ავიდა და იყო დადებითი მოვლენა. რაღა 25.5-დან 25.6-მდე რომ ავიდა, ეს არის ტვირთის გაზრდა? ბატონო გიგა, ციფრებთან ახლოს ხართ? 12-დან 24-მდე რომ ავიდა, მაგას არ გსაყვედურობთ და 25.5-დან 25.6-მდე მაგას ეძახი, რომ გადასახადი გავზარდე? ნამუსი აღარ არის ხალხო? 12-ზე ჩამოვალ თუ გინდა? გავიგეთ ბატონო გიგა, რომ ციფრებთან ვერ ხართ კარგად. კონცეპტუალურად უფრო გამართული უნდა იყოთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

აღნიშნულზე გიგა ბოკერიამ უპასუხა: „მაშინ, 91-92 წელს სამოქალაქო ომის პროცესში ვიყავით, სახელმწიფო რომ არ არსებობდა. ჩვენ მოქალაქერები ვერ ვართ ციფრებთან კარგად? მეტ ფულს ართმევთ თუ არა ხალხს საპენსიო რეფორმის შედეგად? გვიპასუხეთ!“ - მიმართა გიგა ბოკერიამ ივანე მაჭავარიან.  





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics