|
2019-04-23 16:09:32, 1331 ნახვა
პოლიტიკა
მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ეკონომიკა ორი პროცენტით გავზარდოთ
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ პროცენტ ნახევარი ორი პროცენტით მეტად გავიზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკურ ზრდაზე საუბრისას. მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადახედა და შეამცირა ზოგადად, მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა 2019 წლისთვის. „საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს 4,6 პროცენტი. ეს არის რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა. ერთი მხრივ, მუდმივად მესმის, რომ ამ ტემპით ნელა მივდივართ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ და მჯერა, რომ თქვენ ეს იცით და მაინც, პოლიტიკური მოტივებით ერთი და იმავეს დაჟინებით იმეორებთ. ეკონომიკა ვერ განვითარდება იზოლირებულად და ცალკე. ჩვენ, დაახლოებით, ერთ ტექტონიკურ ბაქანზე ვართ ჩვენს მეზობლებთან და კითხვა არის შემდეგი - 4, 7 თუ 8% იქნება ზრდა, სამწუხაროდ სრულად ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ პროცენტ ნახევარით, ორი პროცენტით მეტად უნდა გავიზარდოთ ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მისი განცხადებით ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები არიან აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი. „ზოგი არის მდიდარი ნავთობით, ზოგი არის მდიდარი ინდუსტრიით. იქ თუ დაბალი ზრდებია და ჩვენ ვახერხებთ პროცენტ ნახევარი, ორი პროცენტით მეტად გაზრდას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შიდა პოლიტიკისა და გამართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავშორდებით მეტად პარტნიორ ქვეყნებს - აზერბაიჯანში 2% იყოს და საქართველოში 10 პროცენტი, ბუნებაში ვერ მოხდება იმიტომ, რომ ერთ ეკონომიკურ ბაქანზე ვდგავართ. შეიძლება არგენტინა ვითარდებოდეს და აქ კავშირი იყოს გაწყვეტილი ჩვენ ეკონომიკებს შორის. აქ ბუნებრივია, ასე ვერ მოხდება, ამიტომ შედარებითი კომპონენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კიდევ გიმეორებთ, თქვენ თუ მაჩვენებთ, რომ თურქეთი იზრდება 5%-ით, აზერბაიჯანი იზრდება-6%-ით და ჩვენ - 4% კი ბატონო. ჩვენი მიზანია, მინიმუმ პროცენტ ნახევარი, ორი პროცენტით მეტად გავიზარდოთ მიუხედავად იმისა, რომ რესურსებით ღარიბი ქვეყანა ვართ. ზუსტად იმიტომ, რომ გვაქვს სწორი პოლიტიკური და ბიზნესგარემო, ყოველთვის ეს მეტობა უნდა გვქონდეს. ჩვენ გავიზრდებით იმდენად, რამდენადაც მოგვცემს რეგიონი საშუალებას და პლუს რამდენადაც ეფექტური ვიქნებით ჩვენ თვითონ და აი, ეს პლუსი არის პროცენტი და პროცენტ ნახევარი, ორი პროცენტი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)