|
2019-04-23 13:35:12, 1551 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები - გზირიშვილი, ხარებავა და ქადაგიძე „ევროპული საქართველოს“ პასუხობენ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები - ლევან გზირიშვილი,ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. არამოსამრთლე წევრები, ოპოზიციური პარტიის ინიციატივას უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მას სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამასთან, მათი განმარტებით, აღნიშული ინიციატივა მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევას. „ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს გამოვეხმაუროთ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ჩვენი გაწვევის თაობაზე. როგორც გაირკვა, ამ ინციატივის წარდგენის ძირითადი მიზეზია ჩვენ მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის მხარდაჭერა პარლამენტის წინაშე ნომინირებისათვის, ხოლო სამართლებრივი საფუძველია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას სამსახურებრივი მოვალეობის სისტემატურად არაჯეროვანი შესრულებისათვის. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ჩვენი შინაგანი რწმენით, რაც დაეფუძნა მხარდაჭერილ კანდიდატთა კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციას. ამასთან, ჩვენი ოპონენტები ვერ უთითებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ვერც ერთ ნორმას, რომლის დარღვევის გამოც ნომინირების პროცესი უკანონოდ შეიძლებოდა მიჩნეულიყო. გარდა ამისა, თავად სამართლებრივი საფუძველი, რასაც ეფუძნება აღნიშნული ინიციატივა, ბუნდოვანია და არ არსებობს მისი გამოყენების ჩამოყალიბებული პრაქტიკა საქართველოში. საყურადღებოა, რომ ეს საფუძველი გაკრიტიკებულია ვენეციის კომისიის მიერ 2014 წლის 14 ოქტომბრის #773/2014 დასკვნაში, კერძოდ: კომისიის მოსაზრებით, საბჭოს წევრის მიერ ჩადენილი შესაძლო კანონდარღვევის საკითხი უნდა შეისწავლოს დამოუკიდებელმა ორგანომ ან სასამართლომ და არა პოლიტიკურმა დაწესებულებამ, როგორიცაა მაგალითად პარლამენტი, ვინაიდან სასამართლო ხელისუფლების მოხელისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა უნდა გაიმიჯნოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურისაგან, რაც ხორციელდება მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების მქონე თანამდებობის პირის (მაგ: მინისტრის) მიმართ; მართლმსაჯულების საბჭოს წევრს კი ამგვარი პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება. ზოგადად, ამგვარი ინიციატივები საფრთხის შემცველია შემდეგი თვალსაზრისითაც: თუ დავუშვებთ, რომ პარლამენტი უფლებამოსილია - გარკვეული პოლიტიკური მიზნებისათვის გადააყენოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მის მიერ არჩეული წევრი, გამოვა, რომ პოლიტიკური ჩარევისაგან დაცული არ იქნება პარლამენტის მიერ განწესებული არც ერთი სხვა თანამდებობის პირიც (მაგ: სახალხო დამცველი, გენერალური აუდიტორი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრი და სხვა), რაც ძირს გამოუთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას. ამდენად, პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივოა. რეალურად, მას საერთო არაფერი აქვს სამართლებრივ პროცედურასთან და მიზნად ისახავს სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევას, ჩვენზე უკანონო ზეგავლენის მოხდენას და პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას; ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა რიგი პოლიტიკოსებისგან ჩვენი მიმართ სრულიად არაეთიკური შეფასებები (მაგ: ,,მდუმარე წევრები“, ,,მუქთახორები“, ,,კლანის მონები“ და სხვა), რაც დაუშვებელია. მოვუწოდებთ ყველა სუბიექტს - შეწყვიტონ მსგავსი ქმედებები, რადგან ისინი უგულებელყოფენ ხელისუფლების დანაწილების ფუნდამენტურ პრინციპს და აზიანებენ დემოკრატიულ გარემოს საქართველოში“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობიდან სამი არამოსამართლე წევრის გაწვევას ითხოვს. ესენი არიან: ლევან გზირიშვილი, ზაზა ხარებავა და შოთა ქადაგიძე.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)