2019-04-23 12:48:39, 2986 ნახვა
მსოფლიო
შრი-ლანკაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა
შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შრი-ლანკაში 21 აპრილს 8 აფეთქება მოხდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ეროვნულმა ერთობამ“ აიღო.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან