15:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 12:29:08, 1977 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი გააცნო

ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველო - ყაზახეთის ბიზნეს კავშირები, ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, საქართველოში ყაზახური ინვესტიციებისა გაზრდის და ყაზახეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობები,

შეხვედრის მონაწილე ბიზნესმენებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ საბანკო - საფინანსო, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, უძრავი ქონებისა და სხვა სექტორებს, გამოხატეს ინტერესი, ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში და ხელი შეუწყონ მის განვითარებას, გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ქართულ - ყაზახური კავშირების კიდევ უფრო გამყარების პროცესში ყაზახეთში ქართული ბიზნეს დიასპორის აქტიურ ჩართულობაზე. ამ მხრივ, საუბარი წარიმართა ყახაზეთში ქართული კულტურის ცენტრის ამოქმედების შესაძლებლობაზე, სადაც ადგილობრივი მომხმარებელი შეძლებს არა მხოლოდ გაეცნოს საქართველოს კულტურას, არამედ მეტი ინფორმაცია მიიღოს საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე, მათ შორის, ქართული ღვინის იმ სახეობებზე, რომლებიც ყაზახეთში ნაკლებადაა ცნობილი, ასევე სხვა სახის სასურსათო პროდუქციაზე.

ასევე ყურადღება გამახვილდა ყაზახეთში ქართული ბიზნეს დიასპორის ჩართულობის გაზრდაზე საქართველოს სატრანსპორტო - ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობის, სამედიცინო ცენტრების, ტურისტული ობიექტებისა და სასტუმრო კომპლექსების მიმართულებით. ამ მხრივ, ბიზნესმენთა დიდი დაინტერესება გამოიწვია კანონმა „საჯარო კერძო პარტნიორობის შესახებ",  რომელიც საქართველოში რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე.

 

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
მთავრობამ მიიღო რეპრესიული „უცხოელი აგენტების“ კანონიც კი, რომელიც მედიის დირექტორებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს - RSF
სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდაა გავრცელებული ქართულ მედიაში - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics