06:32 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-23 09:30:45, 1502 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით ჩემი ნახვა, შეუძლიათ ყავაზე დამპატიჟონ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, დაშავებული პოლიციელების მონახულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით მივა თუ არა პარლამენტში, პანკისის ხეობის მოვლენებზე სასაუბროდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მოსმენა მაისის პირველ კვირაშია დაგეგმილი, სადაც მას მინისტრის საათის ფარგლებში ექნება გამოსვლა.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე - არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ „ევროპული საქართველოს“ რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics