|
2019-04-22 16:54:07, 1489 ნახვა
პოლიტიკა
მეთოფიშვილი: ლომჯარია პოლიტიზირებულ „NGO -შნიკად“ დარჩა, რომელსაც ორმაგი სტანდარტი აქვს
„ვფიქრობ სახალხო დამცველი დარჩა წარსულში! ანუ, მარტივად რომ ვთქვათ - „NGO -შნიკად“ დარჩა!“ - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მეთოფიშვილის განმარტებით, არ შეეფერება სახალსო დამცველს ის განცხადებები, რომელიც პარლამენტში გააჟღერა. „ყველაზე ცუდი და სახიფათოა, რომ ის მიკერძოებულ და პოლიტიზირებულ „ენჯეოშნიკად“ დარჩა! „NGO -შნიკად“ , რომელსაც ორმაგი სტანდარტი აქვს! „ენჯეოშნიკად“, რომელიც არ ერიდება სიცრუეს! ჩემი აზრით ყოველივე ეს კი შეუფერებელია ქვეყნის სახალხო დამცველისათვის!!! მაგალითად, ქალბატონმა ლომჯარიამ პარლამენტში საქვეყნოდ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საზოგადოებაში ნდობა არ გააჩნია(???) საიდან მოიტანა და რის საფუძველზე აკეთებს ამ დასკვნას ლომჯარია??? დარწმუნებული ვარ ამ კითხვაზე მას არ აქვს პასუხი! იმ შემთხვევაში თუ ლომჯარია სასამართლო სისტემის ნდობასთან დაკავშირებით უბრალოდ ბრმად იმეორებს პოლიტიზირებული NGO-ების ცრუ მოსაზრებას და ცრუ ინფორმაციას, მაშინ მასაც შევახსენებ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ „IPSOS France“-მა ჩაატარა კვლევა, მათ შორის სასამართლოს სანდოობის თაობაზე და დადგინდა, რომ მოსახლეობის 52% ენდობა სასამართლოს! რაც მთავარია ამ მაჩვენებლის მიხედვით საქართველო უსწრებს ბევრ თანამედროვე ევროპულ ქვეყანას! აი ეს არის რეალობა სასამართლოს ნდობასთან დაკავშირებით და არა ის რასაც ქალბატონი ლომჯარია აცხადებს! როგორ ფიქრობთ ლომჯარიამ არ იცის “IPSOS France“-ის კვლევის შესახებ? ძალიან კარგად იცის! მაშ რატომ ამახინჯებს ლომჯარია რეალობას, როგორც ამას აკეთებს ზოგიერთი პოლიტიზირებული NGO და ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი??? პირადად ჩემთვის პასუხი ნათელია...იმიტომ, რომ ის მიკერძოებულ და პოლიტიზირებულ “ენჯეოშნიკად” დარჩა! “ენჯეოშნიკად”, რომელიც არ ერიდება სიცრუეს! გარდა ამისა, ლომჯარიამ პარლამენტში განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები პოლიტიკურ და შესაბამისად შეუფერებელ განცხადებებს აკეთებენ. ამ შემთხვევაშიც ცრუობს ლომჯარია! არ არსებობს არც ერთი მაგალითი იმისა, რომ მოსამართლე წევრმა თავისი ინიციატივით გააკეთოს განცხადება. ყველა განცხადება სასამართლო სისტემაზე თავდასხმის პასუხოდ არის გაკეთებული, რაც ევალება კიდევაც საბჭოს. ამასთან დაკავშირებით მინდა ყურადღება გავამახვილო ლომჯარიას ორმაგ სტანდარტებზე, კერძოდ, საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ სინამდვილეში აშკარად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს საბჭოს წევრი ანა დოლიძე, განსაკუთრებით ეს აშკარად ჩანს, როდესაც საკითხი არ ეხება სასამართლოს. მაგალითად, ყველას კარგად ახსოვს მისი განცხადებები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ლომჯარია ვერ ხედავს ამ განცხადებებს? ძალიან კარგადაც ხედავს და ძალიან კარგადაც უსმენს! უფრო მეტიც, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, თავის ფეისბუქზე ლომჯარიამ დაწერა, რომ საბჭოს მიმართ კრიტიკა არ ეხებოდა ჯანეზაშვილს და დოლიძეს (?). აი ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი! და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს ის სახალხო დამცველია, რომელმაც სასამართლოს და მოსამართლეების მიმართ ლანძღვა-გინებაზე, შეურაცხყოფაზე, მუქარაზე, ზეწოლაზე, ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე და ა.შ. არც ერთხელ (წარმოიდგინეთ არც ერთხელ!) არ გააკეთა არანაირი (ფორმალური მაინც) განცხადება. სამწუხაროა, ძალიან სახიფათოა და შემაშფოთებელი, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი, ზოგიერთი პოლიტიზირებული “ენჯეოშნიკი” ან პარლამენტის დეპუტატი შეგნებულად ამახინჯებს რეალობას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით. თუმცა, ათჯერ და ათასჯერ უფრო უარესია როდესაც ამას აკეთებს ქვეყნის სახალხო დამცველი“, - წერს სერგო მეთოფიშვილი.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)