07:24 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 14:30:40, 1404 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი სესიაშვილს: ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ

ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ, აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც სუს-ის ანგარიშს უსმენენ.

სიტყვიერი კამათი ირაკლი სესიაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კომიტეტის სხდომის დახურვის ინიციატივა გაახმოვანა.

„ძალიან უცნაურია ის ტონი, რომლითაც თქვენ დაიწყეთ დღევანდელი სხდომა იმიტომ, რომ გუშინ ჩვენი ქვეყანა იდგა, ძალიან სერიოზული კრიზისი იხილა საზოგადოებამ და დღეს, ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი და ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ. ის კამპანია პიარ კამპანია, რაც დღეს წარმოებს პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც მათ აკავშირებენ ისლამურ ფუნდამენტალისტურ მოძრაობასთან სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებები თქვენი ხელისუფლების. აი ძალიან მაინტერესებს, რომ ამაზე პასუხი მოვისმინო საჯაროდ და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე პასუხი მოისმინოს ასევე მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც სამწუხაროდ აი ამ სამარცხვინო კამპანიას აწარმოებენ დღეს, როდესაც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველა შეკითხვა დაისვას ღია რეჟიმში და შემდეგ მივცეთ დისკრეცია შესაბამისად წარმომადგენელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, განსაზღვროს რომელ შეკითხვას შეუძლია უპასუხოს საჯაროდ და რომელს არა, მისი გადასაწყვეტი იყოს ეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილები“,  - მიმართა სამადაშვილმა სესიაშვილს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics